“კი, დამოუკიდებლობა ფორმალურად გვაქვს მაგრამ რამდენად თავისუფალი ვართ”?

“რთული და საფიქრალი საკითხია… დამოუკიდებლობა ფორმალურად გვაქვს, რუკაზეც ვხატივართ, გაეროს წევრი ვართ, აღიარებული ვართ, სიმბოლიკები გვაქვს-დროშა, ჰიმნი, გერბი მაგრამ, რამდენად თავისუფალი ვართ? თავისუფლება ხომ უფრო მაღალი კატეგორიაა?

შეიძლება ქვეყანა ფორმალურად დამოუკიდებელი იყოს, მაგრამ რამდენად თავისუფალი ხალხითაა დასახლებული დღეს ჩვენი სახელმწიფო აი, ეს უკვე სხვა თემაა. სერიოზული კითხვის ნიშნებია ამ საკითხთან დაკავშირებით. თავისუფალი ხალხი ქმნის დამოუკიდებელ სახელმწიფოს, ეს რეალურად ასეა, მაგრამ მე ასეთი შეგრძნება არ მაქვს ახლა ნამდვილად”-განაცხადა გუბაზ სანიკიძემ ტვ პირველის ეთერში, სადაც 26 მაისთან დაკავშირებით იყო საუბარი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share