საქართველო უნდა იყოს ექსპორტიორი არა დენის, ძირითადი ექსპორტის წყარო საქართველოში უნდა იყოს სერვისები, მაღალი ტექნოლოგია, ლოჯისტიკა და ეს ყველაფერი არის, რაც შემოიტანს საქართველოში ფულს და შემოსავალს. ჩვენი სამყოფი დენი ამ ალტერნატიული წყაროებით, თუ ჰოლანდიის პატარა მიწა-წყალზე მთლიანად უზრუნველყოფენ თავის თავს, ამას საქართველოც შეძლებს. ტყუილად ნუ ვეძებთ ველოსიპედის გამოგონებას. ბევრი რაღაც შეიძლება ათწლეულების განმავლობაში მსოფლიოში ავიღოთ ის, რაც არსებობს თანამედროვე, კარგი და დავიცვათ ჩვენი ეკოლოგია.
არ მომეწონა, როდესაც ქუთაისიდან ჩამოსულ მანიფესტანტებზე, ვიღაც ჩვენი თბილისელები ამბობდნენ, ჩამოვიდნენ საიდანღაც. აბა, მცხეთასთან რომ გიშენებდნენ ასეთ კაშხალს, მოგეწონებათ? რომელმაც შეიძლება, თბილისი წალეკოს. როდესაც იქ რაღაც ნიადაგი დაიძრა, მთელი თბილისი აღელვებული და აღშფოთებული იყო. მე მთლიანად მესმის ქუთაისელების აღშფოთებაც და აღელვებაც. ეს საქმე უნდა გადაწყდეს ისე, როგორც არის საქართველოს ინტერესებში და ხალხი როგორც ითხოვს, მიუხედავად პოლიტიკური სიმპათიებისა და ანტიპათიებისა, ასეც იქნება”, – ამის შესახებ მიხელ სააკაშვილმა Facebook-ზე გავრცელებულ ვიდეოში ისაუბრა.