9 ივნისს საქალაქო სასამართლოში ირაკლი ოქრუაშვილის პროცესი ჩაინიშნა. ამის შესახებ მან Facebook-ზე დაპოსტა.
ის-ის იყო, ჭიჭე ვაშაძის და ხაზარაძის მოსაქმულის გამო, პოსტების წერაში შემოქმედებითი კრიზისი დამეწყო, რომ უცბად გამოჩნდა ბიძინა და ახალი სტიმული მომცა – კრუაზეტზე სეირნობა დიდხანს არ გაგიტკბეს და დროზე ჩამოდი, 9 ივნისს სასამართლო პროცესი ჩაგინიშნეთო. ერთხელ წყნარად ვერ წავედი საზღვარგარეთ ამათი გადამკიდე, – წერს ოქრუაშვილი.