ოზურგეთელი მძლეოსანი ბირთვის კვრაში სოფიკო შათირიშვილი, რომელიც მრავალი წელია საქართველოს ეროვნული ნაკრების უცვლელი წევრია, ( მწვრთნელები : დავით მანთიძე, მარინე კოტრიკაძე) ოლიმპიური ლიცენზიის კანდიდატად მოიაზრებოდა. 29 – 30 მაისს კი მან ამ ნანატრი და სრულიად დამსახურებული ლიცენზიის მოპოვება, ღია ეროვნულ სალიცენზიო ჩემპიონატზე შეძლო.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანება, ადმისტრაცია, თანამშრომლები ვულოცავთ სოფიკოს ამ დიდ წარმატებას! მის მწვრთნელებს დავით მანთიძეს და მარინე კოტრიკაძეს.
სოფიკოს გამარჯვებაში ასევე დიდი წვლილი ჩვენს ორგანიზაციას, მის გენერალურ დირექტორს, გელა შაფაქიძეს მიუძღვის.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანება და მარიმე კოტრიკაძე დიდ მადლობას უხდის სოფიკო შათირიშვილის, ამავდროულ საქართველოს ნაკრების მწვრთნელ დავით მანთიძეს სოფიკოს წვრთნისა და წარმატებით მომზადებისათვის. არაერთი სასახელო, მსოფლიო დონის სპორტსმენი აღეზარდოს.
ასევე მადლობას ვუხდით საქართველოს მძლეოსანთა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს, ალექსი ახვლედიანს, ვიცე – პრეზიდენტს, ვასო ბერიშვილს სოფიკო შათირიშვილის მომზადებაში გაწეული შრომისთვის. ასევე ვუსურვებთ საქართველოს ეროვნულ ფედერაციას ოლიმპიურ მედლებს და წარმატებებს მსოფლიო ასპარეზზე!