“მივესალმები საქართველოს მოსახლეობის ამ ახალ სახის მობილიზაციას ჩამორჩენილი და დესტრუქციული ეკონომიკური მოდელის წინააღმდეგ. გამჭვირვალეობისა და ანგარიშვალდებულების ნაკლებობა საიდუმლო კონტრაქტებთან დაკავშირებით შოკისმომგვრელია”, — წერს ჰაიდი ჰაუტალა ტვიტერზე.
ნამახვანჰესის მშენებლობლობის მოსაზმადებელი სამუშაოების დაწყებას ადგილობრივების პროტესტი მოჰყვა, რომელიც დღემდე გრძელდება. ისინი ჰესის მშენებლობის შეჩარებას და ტერიტორიიდან კომპანია ENKA-ს გასვლას ითხოვენ.
გუმათში თითქმის ყოველდღიურად ხმაურია. ყოველ საღამოს ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები ადგილზე აღმართულ რკინის ბარიკადებზე აბრახუნებენ და ჯებირების მიღმა გასვლას ცდილობენ.
გუმათჰესთან პოლიცია მას შემდეგ არის განლაგებული, რაც სოფელ ნამოხვანში ხეობის აქტივისტებს კარვები დაუშალეს და იქ დაბრუნების საშუალებას არ აძლევენ. რკინის ბარიკადებში მხოლოდ ადგილობრივ მოსახლეობას ატარებენ, თუმცა აქციის მონაწილეებს სახლში წასასვლელად შემოვლითი გზის გამოყენება უწევთ. ბარიკადებს პოლიცია ამაგრებს, რომელთან რაოდენობაც საღამოობით იზრდება.
მას შემდეგ, 26 მაისს რაც ხეობის აქტივისტები თბილისში გამართული აქციებიდან გუმათში დაბრუნდნენ, ისინი ყოველ ღამე ბარიკადებზე აბრახუნებენ და ხმაურობენ.
27 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რკინის ბარიკადებზე ქვებს ურტყამდნენ, რის გამოც ისინი დაზიანდა და საქმეზე გამოძიება დაიწყეს. აქტვისიტები კი აღნიშნავენ, რომ ხმაური გაგრძელდება იქამდე, სანამ მოთხოვნები არ შესრულდება