იხურება თუ არა “გულისტანის” საწარმო-რას ამბობს ხელმძღვანელი?

დღეს გურია ექსპრესის უცხოელმა დამსაქმებელმა განაცხადა, რომ არ აპირებს გაფიცულებისთვის რაიმე სახით პასუხის გაცემას და აცხადებს რომ ქარხანას კეტავს.
 გაფიცულებმა საპასუხოდ მიიღეს გადაწყვეტილება და ხვალ თავად დაეხმარებიან და საწარმოს დაადებენ ბოქლომებს და არ გახსნიან იმ დრომდე სანამ არ აუნაზღაურებენ იმ ხელფასს რაც 21 წლის მანძილზე ამ კომპანიამ მათ მოპარა, დააკლო (რაზეც ჩარიცხვები მეტყველებს)
მივმართავთ მთავრობის მეთაურს ირაკლი ღარიბაშვილს; როდესაც დამსაქმებელი ამ ქვეყნის მოქალაქეების დასჯის მიზნით მსგავს მეთოდებს მიმართავს სახელწმიფოს მოქმედების დროა
 გამოიყენეთ კანონმდებლობით მინიჭებული ექსპროპრიაციის უფლება
 საწარმოს რომელსაც მუშაობა შეუძლია და მოქალაქეთა დასჯის მიზნით უცხო ქვეყნის მოქალაქე (მფლობელი) მსგავს მეთოდებს მიმართავს, მაშინ როდესაც ამ ქვეყანაში უმუშევრობის მაღალი დონე და სიღარიბეა ეს ქვეყნის, სახელმწიფოს და თითოეული მოქალაქის შეურაცხყოფა და ამ ქვეყნის კანონმდებლობის ფეხქვეშ გათელვაა
 ეს ჩვენი ქვეყანაა და არა ბოსტანი
 სახელმწიფოს მოქმედების დროა
 საქართველოს მთავრობა საქართველოს პარლამენტი
ავტორი: გიორგი დიასამიძე.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share