„მე აღარ გახლავარ ძალოვანი ბლოკის მინისტრი, მე ვარ ერთი კულტურის მინისტრი,“ – განაცხადა დღეს, 10 ივნისს, კულტურის მინისტრმა თეა წულიუკიანმა უსაფრთოებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ.
მისი თქმით, მიუხედავად ოკუპაციისა, საქართველო პასუხობს უსაფრთოების გამოწვევებს.
„მე აღარ გახლავარ ძალოვანი ბლოკის მინისტრი, მე ვარ ერთი კულტურის მინისტრი, მაბარია ასევე სპორტი და ახალგაზრდობის სააგენტო. საქართველო გახლავთ ოკუპირებული ქვეყანა, ქვეყანა, რომელსაც აქვს უმძიმესი გეოპოლიტიკური გამოწვევები, ეროვნული უშიშროების გამოწვევები და „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, რომელიც აგერ, უკვე მეცხრე წელია, ოკუპირებულ ქვეყანაში უზრუნველყოფს სტაბილურობას, ეს არის ხილული, რადგან ჩვენს ქვეყანაში არის მშვიდობა“, – განაცხადა წულუკიანმა.
https://cnews.ge/