საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მას 4 ივნისის შემდეგ ეძებდა.
“რამდენიმე დღიანი უწყვეტი საძიებო-სამაშველო ოპერაციის შედეგად ნაპოვნია მამაკაცის ცხედარი, რომელიც ზღვიდან უკვე ამოსვენებულია და ოჯახის წევრის მხრიდან იდენტიფიცირებულია”, – წერია უწყების განცხადებაში.
არსებული ინფორმაციით, მოქალაქე ზღვაში შევიდა, რის შემდეგაც მისი კვალი დაიკარგა.