ივნისის პირველ კვირას, როცა მის ოქროყანის ბაღში ჩემი დარგული ბალი მწიფდა, აუცილებლად მიგზავნიდა პატარა, ძალიან საყვარელ ვედროს, რომელშიც ოთხი ცალი ბალი ეტეოდა, ხანაც ხუთი. ყოველთვის ერთიდაიგივე წერილით:
“ზურიკო, გიგზავნი ერთ ვედრო ბალს.”
რეზო გაბრიაძე.
წელს დაიგვიანა, ძალიან ველოდებოდი..
აღარ მოვიდა.