საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველომ მაისის თვეში 187,7 მილიონი დოლარის ფულადი გზავნილი მიიღო, რაც გასული წლის იმავე თვესთან შედარებით 42,4%-ით მეტია. უცხოეთიდან გადმორიცხული თანხების მოცულობა გასულ წელთან შედარებით გაზრდილია თითქმის ყველა ქვეყნიდან.
ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებული მონაცემებით, გზავნილების 43% ევროკავშირის ქვეყნებიდან, ხოლო 57% სხვა დანარჩენი ქვეყნებიდან არის მიღებული.
10 ქვეყანა, საიდანაც მაისში ყველაზე მეტი მოცულობის ფულადი გზავნილი გადმოირიცხა:
- იტალია — 31,9 მილიონი დოლარი; ზრდა 2020 წლის მაისთან — 15,7%;
- რუსეთის ფედერაცია — 31,7 მილიონი დოლარი; ზრდა — 60,6%;
- აშშ — 24,1 მილიონი დოლარი; ზრდა — 58,8%;
- საბერძნეთი — 20,6 მილიონი დოლარი; ზრდა — 9,6%;
- ისრაელი — 14,8 მილიონი დოლარი; ზრდა — 29,8%;
- გერმანია — 9,1 მილიონი დოლარი; ზრდა — 70,3%;
- უკრაინა — 7,7 მილიონი დოლარი; ზრდა — 110%;
- აზერბაიჯანი — 7,7 მილიონი დოლარი; ზრდა — 115,3%;
- თურქეთი — 7,3 მილიონი დოლარი; კლება — 1,5%;
- ესპანეთი — 4,6 მილიონი დოლარი; ზრდა — 41,8%;