“ბელარუსი ჩვენი პირველი საფიქრალია. ვაშინგტონის ორპარტიულ მხარდაჭერას უკრაინაც ინარჩუნებს, თუმცა აღსანიშნავია, რომ რუსეთმა აღმოსავლეთ ევროპაში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა საქართველოდან დაიწყო, სადაც ასევე ვიმყოფებოდი. ვნახე ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზი, რომელიც რუსეთისა და მის მიერ მართული ადგილობრივი ძალების მიერ ოკუპირებულ საქართველოს 20%-ს ყოფს. ამ ადგილას რუსეთი საზღვრის დროდადრო გადმოწევასა და საქართველოს მოსახლეობისთვის მოძრაობის შეფერხებას გამუდმებით ცდილობს. ეს კი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან
სერვისებზე წვდომას ხელს უშლის. რუსები ხელს უშლიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობას და ჩართულები არიან დეზინფორმაციულ კამპანიებში, რომელთა მიზანია, საქართველოს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა იმ მეთოდებით, რომლებიც ამერიკელებისთვის, ჩვენი არჩევნებიდან გამომდინარე, ნაცნობია”. – წერს სენატორი ჯინ შაჰინი USA today-ზე გამოქვეყნებულ საავტორო წერილში.