გავრცელებული ბოლო ინფორმაციებით ცნობილი ხდება, რომ მმართველი პარტია “ქართული ოცნება” მიმდინარე წლის შემოდგომაზე ჩანიშნულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მერის სავარაუდო კანდიდატურის, დავით დარჩიას, გიორგი ღურჯუმელიძით ჩანაცვლებას გეგმავს.
როგორც “გურიის მოამბეს” კონფიდენციალურმა წყარომ უთხრა, მოქმედი საკრებულოს თავმჯდომარის, ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის თანაკურსელის, დავით დარჩიას მისივე მოქმედი მოადგილით, გიორგი ღურჯუმელიძით ჩანაცვლება პარტიაში არსებულმა შიშმა განაპირობა – რომ მათ შესაძლოა დარჩიას კანდიდატურით მისაღები ხმების მინიმუმ 43% ნიშნულთან მიახლოება გაუჭირდეთ.
ამავე დროს დარჩია რჩება მომავალი საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატად მმართველი პარტიის მხრიდან.
როგორც ირკვევა, ქვეყნის მასშტაბით, სახელისუფლებო კანდიდატების შერჩევის პროცესი საკუთარ თავზე ორმა ჯგუფმა აიღო.
პირველი პრემიერ მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის.
მეორე სუსის უფროსის გიორგი ლილუაშვილის.
გავრცელებული არაოფიციალური ინფორმაციით, ღარიბაშვილი სახელისუფლებო კანდიდატებს აღმოსავლეთ საქართველოში შეარჩევს, ლილუაშვილი კი დასავლეთში.
რაც შეეხება მოქმედ მერს, კოტე შარაშენიძეს, მან შესაძლოა საკუთარი კანდიდატურა არ დააყენოს, რის სანაცვლოდაც გიორგი ღურჯუმელიძის შტაბს უხელმძღვანელებს და შემდეგ ცენტრალურ ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობაზე განამწესებენ.
ცნობისათვის – ეს ინფორმაცია თავად შარაშენიძესთან გადამოწმებული არ არის.
იგივე ბედი ელის მერაბ ჭანუყვაძესაც, ყოფილი გუბერნატორი და სახელისუფლებო პარტიის მოქმედი თავმჯდომარე, პარტიამ სრულად “დააიგნორა”.
რაც შეეხება გიორგი ღურჯუმელიძის კანდიდატურას – ის საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის, თუმცა ხელისუფლება მასზე მისაღებ ვარიანტს ამ მომენტისათვის ოზურგეტსი ვერ ხედაცს.