“მოკლედ ბრიუსელში ჩასვრაც, ჩვენი ბრალი ყოფილა. სრულად გამოთაყვანდნენ” – ასე გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მმართველი გუნდის დეპუტატის, გიორგი ხელაშვილის განცხადებას, რომლის თქმითაც, ბრიუსელში ყველას უკვირს, რომ შარლ მიშელის შეთანხმებას ხელს არ აწერს.
“ამ თემაზე „ქართული ოცნება“ ძალიან წელგამართულია, რადგან ჩვენ ძალიან მეთოდურად მივუყვებით ევროპული საბჭოს პრეზიდენტის დოკუმენტის ყველა პუნქტს და შევასრულებთ კიდეც. სამწუხაროდ, იმავეს ვერ ვამბობთ ოპოზიციაზე და ამაში გვეთანხმებიან ევროპელი კოლეგები. ცოტა პარადოქსული მიდგომა აქვთ, განსაკუთრებით ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს – „ნაციონალურ მოძრაობას“. ისინი ხელს არ აწერენ შარლ მიშელის დოკუმენტს, მაგრამ დაბეჯითებით ითხოვენ მის შესრულებას. ეს მიდგომა ბრიუსელში ყველას ძალიან უკვირს” – ამბობს ხელაშვილი