ეს ადგილი ვერცხლის კუნძულად იწოდება (Silver Islet). იგი ხმელეთის პატარა ნაწილია, სულ 50 კვ.მეტრი, მდებარეობს კანადაში, “ზემო” ტბაში, რომელიც ყველაზე დიდია და ღრმა, ცნობილ დიდ ტბათა სისტემაში. მაგრამ სახელი ამ პატარა კუნძულს, არა პატარა ზომამ გაუთქვა, არამედ იმან, რამაც სახელწოდება მიანიჭა.
1868 წელს, სწორედ აქ აღმოაჩინა მონრეალის სამთო-მოპოვებითმა კომპანიამ ვერცხლის საბადო, ამასთან ისეთი, რომ შეიძლება ითქვას, კუნძულის შიდა ნაწილი მთლიანად ვერცხლის იყო. ეს კი რა თქმა უნდა, საკმარისი იყო იმისთვის, რომ მიწის ამ პატარა ნაკვეთზე “სამუშაო სივრცე” მოეწყოთ.
დასაწყისისთვის დაიგეგემა კუნძულის გაფართოება და იგი ზომაში 10-ჯერ გააფართოვეს. ეს რთული არ იყო იმ აზრით, რომ კუნძული წყლის ზედაპირიდან სულ რაღაც 2, 5 მეტრით ზემოთ მდებარეობდა, სიღრმე მის გარშემო კი არ იყო დიდი. კუნძულის გარშემო დაყარეს 50 000 ტონა ღორღი, ააშენეს ხის დამბები და შენობებიც კი.
უნდა აღინიშნოს, რომ მადნის მოპოვება ასეთ პირობებში, იმ მომენტისთვის, ეს კი 1870 წელია, შეიძლება გმირობად ჩაითვალოს. ძირითადი მაღაროს სიღრმემ, სადაც ძალიან სუფთა და ძვირფას ვერცხლს მოიპოვებდნენ, 384 მეტრს მიაღწია. წყალს კუნძულის ნაწილიდან ტუმბავდნენ სპეციალური ტუმბოებით, რათა მაღაროები არ დატბორილიყო. ამ მაღაროში შესასვლელი დღესაც ჩანს, რომელიც წყლითაა დაფარული.
ასეთ რეჟიმში მუშაობა “ვერცხლის კუნძულზე” 14 წელი მიმდინარეობდა. ამ პერიოდის განმავლობაში პრაქტიკულად მთლიანად აითვისეს ვერცხლის საბადოს ძირითადი ძარღვი, პლუს 1878 წელს აღმოაჩინეს კიდევ ერთი ძარღვი. თუმცა, ვერცხლის მადანი იქ შედარებით დაბალი ხარისხის იყო, ამიტომ შემოსავლებმა მოპოვებითი სამუშაოებიდან იკლო. მაგრამ 14 წელი ეს ცოტა არ არის. კუნძულის მოპირდაპირედ, ნაპირზე მაღაროელების დასახლება გაჩნდა, აშენდა მაღაზია და ა.შ. ამ პერიოდში ბავშვების გარკვეული რაოდენობაც კი დაიბადა. თუმცა არაფერია მუდმივი. შემოსავლის კლების მიუხედავად მაღაროები აგრძელებდა მუშაობას, 1884 წელს კი ყველაფერი გაჩერდა. რამდენადაც შეიძლება ვივარაუდოდ, შეჩერება მთლად გეგმიური არ იყო. Silver Islet-ზე დროულად არ შემოიტანეს ქვანახშირი და ამის გამო ტუმბოებმა მუშაობა შეწყვიტეს. შედეგად ყველა მაღარო დაიტბორა.
ახლა ეს მაღაროები დაივერების ინტერესის ობიექტია, მაგრამ ფსკერამდე ჩასვლას 400 მეტრის სიღრმეზე, ალბათ კიდევ დიდხანს ვერავინ შესძლებს. თუმცა სხვა მაღაროები არაერთხელ მოინახულეს და ყვებიან, რომ დაივერებმა ბევრი “სუვენირი” ამოიტანეს, როგორიცაა ბოთლები, ინსტრუმენტები და ბევრი სხვა რამ, რომლის წამოღებაც ძველმა მაღაროელებმა ალბათ არ ჩათვალეს საჭიროდ.
მაღაროელების დასახლება დღეს სააგარაკე ადგილია. 1871 წელს აშენებული მაღაზია გაარემონტეს, რომელსაც მაღაროს გახსნის დღიდან სასტუმროს ფუნქციაც ჰქონდა შეთავსებული და დღეს ფუნქციონირებს.
საბადოს 16 წლის მუშაობის მანძილზე მოპოვებული იქნა 3, 25 მილიონი დოლარის ვერცხლი-ეს იმ ძველი კურსით. მცდელობები ისევ განეახლებინათ მუშაობა ვერცხლის კუნძულზე, იყო 1919 და 1970 წლებში, მაგრამ არ გაამართლა. ამბობენ, რომ ეხლაც კი, თვითონ კუნძულზე, შეიძლება წააწყდეთ მბრწყინავი მადნის ნამცეცებს. მაგრამ აქ გასეირნების, განსაკუთრებით ცურვის მსურველებს უნდა ახსოვდეთ რისკები: 1. წყალი საბადოების რაიონში ყოველთვის ტბის წყალზე ცივია, რაც მიწისქვეშა წყაროებზე მეტყველებს და 2. რა თქმა უნდ, ა ადგილობრივები ყვებიან უცნაურ ხმებზე (რომელიც მაღაროების შორიახლოდან ისმის) და დაკარგულ კანოებზე. იმედია, ეს სხვა არაფერია, თუ არა, ტრადიციულად ტურისტების მოსაზიდი ხრიკი.
http://intermedia.ge