დასუფთავების სამსახურის მეეზოვეები ხელფასის მატებას ითხოვენ: “გაუშვან არაფრის მაქნისები და ჩვენ დაგვემატოს ორი კაპიკი”
“გურიის მოამბეს” რედაქციას დღეს ოზურგეთის დასუფთავების სამსახურის მეეზოვეები ეწვივნენ.
რამდენიმე ადამიანი დაბალ ხელფასს აპროტესტებდა და ჟურნალისტებისაგან დახმარებას ითხოვდნენ:
“ფაქტიურად ჩვენი ხელმძღვანელობა “ქართული ოცნების” ტყვეობაშია, ჩვენ, 30-მდე ადამიანი ვმუშაობთ ყოველდღიურად, გაფორმებული კი მარტო მეეზოვე 62 – ია, აქედან უმრავლესობა “ქართული ოცნების” აქტივისტია, საერთოდ არ დადიან და ხელფასს კი იღებენ ჩვენზე მეტს” – აცხადებენ მოქმედი მეეზოვეები.
მათივე განცხადებით, სულ დასუფთავების სამსახურის მომსახურეობის განყოფილებაში 76 თანამშრომელია, აქედან 64 მეეზოვე, დანარჩენი ადმინისტრაცია, “განყოფილების ადმინისტრაციაშიც არიან ადამიანები რომლებიც თვალით არ გვინახავს. მათ შორის რამდენიმე თანაშემწე და ჯგუფის უფროსი” აცხადებენ ისინი და კატეგორიულად მოითხოვენ ხელფასის მატებას, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციებით იმუქრებიან.
მეეზოვეები ამ ეტაპზე წინააღმდეგნი არიან საკუთარი ვინაობის იდენტიფიცირების.
“მაგალითებიც უამრავი შეგვიძლია მოვიყვანოთ, ა ბატონო ნინო ჯიშკარიანი, ცოცხით რომ დარბის ოპოზიციის საწინააღმდეგო აქციაზე, მეეზოვედ არის გაფორმებული და ერთი დღე არ ჭერია ცოცხი ხელში, ხელფასი ქი აქვს 360 ლარი” – ამბობს ერთ ერთი ქალბატონი.
“აგერ ახლა დაგვინიშნეს მერიის ერთ ერთი სამსახურის უფროსის, ალეკო მამეშვილის ძმა, ზაზა, საერთოდ არ გვინახავს და ხელფასი ქი აქვს მას 320 ლარი.”
განყოფილების ერთ ერთი ხელმძღვანელია, კიდევ სალუქვაძე, საერთოდ არ გვინახავს და მას 600 ლარი, სპეციალისტები? ვაშალომიძე, კიღურაძე.. სულ რომ არ გვინახავს ეს ხალხი, მოვკვდით, აღარ შეგვიძლია.” განაგრძო მეორემ.
“ქართული ოცნების” აქტივისტი ნინო ჯიშკარიანი საზოგადოების ყურადღების ცენტრში რამდენიმე წლის წინ ოპოზიციის ერთ ერთ აქციაზე მოექცა, როცა ის საკრებულოში მისულ ოპოზიციის წარმომადგენლებს, ცოცხით ხელში დახვდა.
ეს მაშინ მოხდა, როცა ოპოზციია გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებდა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა, საკრებულოზე შესვლის შესაძლებლობა დეპუტატებს არ მისცეს. ოპოზიციამ შენობა მალევე დატოვა. შენობის წინ მდგარი პალმა კი დააბოქლომა:
ჯიშკარიანი, ცოცხით ხელში “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობას აპროტესტებდა და გაიძახოდა, რომ მათ ხელისუფლების კრიტიკის უფლება არ ჰქონდათ.
ოზურგეთის მომსახურეობის ცენტრი კატეგორიულად გამორიცხავს სამსახურში მსგავსი ტიპის დარღვევების არსებობას და გამოთქვამს მზადყოფნას ნებისმიერ დაინტერესებულ პირს უშუალოდ შეხვდეს და აუხსნას თუ რა ხდება ამ ა(ა)იპ -ში:
“მსგავსი ტიპის ბრალდებები პირველად არ მსმენია და სამწუხაროდ ამას მიზან მიმართული ხასიათი აქვს. გამორიცხულია ჩვენს სამსახურში რაიმე ტიპის გადაცდენას ჰქონდეს ადგილი. რაც შეეხება ნინო ჯიშკარიანს, ის ბახვზე არის მიმაგრებული, კი არის 60-ზე მეტი მეეზოვე, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათი კონცენტრირება ოზურგეთში მოხდეს, არის შეკვეთილის ჯგუფი, არის ურეკის ჯგუფი, და ასე შემდეგ. დიდი გავლენა მოახდინა ჩვენი სამსახურის მუშაობაზე პანდემიამ, რის გამოც სამსახურის ბევრი თანამშრომელი დისტანციურ რეჟიმშია. მაგალიტად სულ არ არის საჭირო ზაზა მამეიშვილი, თქვენ, რომ ბრძანებთ ალეკო მამეშვილის ძმან აქ იაროს, ის მონიტორინგის ჯგუფშია და მას გარე ზედამხედველობა ევალება”- გვითხრა სატელეფონო საუბარში ოზურგეთის მომსახურეობის ცენტრის უფროსმა თენგიზ ქუტიძემ.
-ბატონო თენგიზ ეს ადამიანები ამბობენ რომ თქვენმონიტორინგის ჯგუფთან გაქვთ დაპირისპირება და ეს სამსახური ზედმეტად მიგაჩნიათ, თუმცა რამდენიმე გურული პარლამენტარის პირადი ინტერესის გამო ამას ვერ ახერხებთ?
-აი გეფიცებით, ადამიანურად შემიძლია გითხრათ რომ გამორიცხულია, არ ყოფილა შემტხვევა ვასილ ჩიგოგიძეს ან რიმა ბერაზეს ჩემტვის დაერეკოს, ეს სამსახური აუცილებელია და ის მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს. მაგალითად ავთო გოთუა ყველაზე მეტ საქმეს აკეთებს მაგ სამსახურში, ადამიანი ყოველდღე მანქანით დადის და სრულ ინფორმაციას ფლობს.
- “გურიის მოამბე” – ბატონო თენგიზ შეგვიძლია ჩამოგითვალოთ ადამიანები ვინც. ამ ხალხის, რედაქციაში მყოფი მეეზოვეების, რწმენით გაფორმებულები არიან და სამსახურთან არანაირი კავშირი გარდა ხელფასის აღებისა არა აქვთ, მაგალიტად ასახელებენ – გიორგი დოლიძე- პარლამენტარ რიმა ბერაძის ახლობელი, ირემაძე, ციცო ტუღუში, თოიძე, ნესტან გოგიაშვილი, გორდელაძე დარჩია, მახარაძე – ესენი მონიტორინგის ჯგუფიდან. სალუქვაძე ჩომახიძე-სასაფლაოების განყოფილებიდან, გუგუნავა, თავდუმაძე, კე3თილმოწყობის სამსახურიდან, თოიძე,კალანდარიშვილი – გარე განათების სამსახურიდან, მჟავანაძე, მდინარაძე, მუმლაძე გამწვანებიდან. ბაგრატ ხმელიძე ტრანსპორტისა და მექანიზაციის განყოფილებიდან. ხიზანიშვილი, მაჭავარიანი, ბარკალაია, ინწკირველი – მატერიალურ ტექნიკური განყოფილებიდან,
- თენგიზ ქუტიძე -სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით რომ ყველა ეს ადამიანი პირნათლად ასრულებს თავის მოვალეობას, ეს ეჭვები, რომელიც შესაძლოა მაქ მოსულ ხალხს აქვს, გამოწვეულია იქედან რომ ბევრი, კვლავ ვიმეორებ კოვიდ ინფექციის გამო, დისტანციურ რეჟიმშია.
- “გურიის მოამბე” – ბოდიშს გიხდით, არ შემიზლია არ გკითხოთ, გვისახელებენ ასევე პოზიციით ინსპექტორ ქეთო მურვანიზეს, რომლის პროტეჟე მერის მოადგილე ირაკლი სირაძეა, ასევე გარე განათების განყოფილებაში შოთა თოიზეს, გვიმტკიცებენ რომ თქვენი ნათლულია.
- თენგიზ ქუტიძე – არ არის ეს სიმართლე, არ არის ჩემი ნათლული, არ მინდა ახლა ჭორაობაში გადავიდეთ, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ასევე მაქ ნოსულ პატივცემულ ადამიანებს, მზად ვარ შევხვდე და ყველა ამ საკითხზე ვესაუბრო. მზად ვარ გავიაროთ დასაქმებულტა სრული ცამონათვალი ინდივიდუალურად და ერთხელ და სამუდამოდ შეწყდეს ასეთი უსაფუძვლო ბრალდებები ჩვენი სამსახურის მიმართ, რომელიც 24 საათი, შეუსვენებლივ მუშაობს და ვთვლი რომ ასე თუ ისე წარმატებით ართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას.
- “გურიის მოამბე” – მადლობა.
”