“რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის საკითხს. მე რამდენჯერმე უკვე გამოვხატე ჩემი მოსაზრება ამასთან დაკავშირებით. ჩვენ მოვუწოდეთ პარლამენტს, რომ შეაჩეროს ეს პროცესი და იფიქროს არსებულ ვითარებაზე იქამდე, სანამ მომავალ ნაბიჯებს გადადგამს და ვიმედოვნებ, რომ ეს ასე მოხდება. კარგი იქნება იმის უზრუნველყოფა, რომ მოლაპარაკებებისა და წინსვლის სულისკვეთება 19 აპრილის შეთანხმების საფუძველზე სრულად შესრულდება.
ჩემთვის აბსოლუტურად ცხადია, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა, რომელიც უკავშირდება 19 აპრილის შეთანხმებას, იყო ის, რომ კრიზისის სულისკვეთება პარლამენტში შესვლისა და პოლიტიკური დღის წესრიგის წამოწევის სულისკვეთებით შევცვალეთ. ეს ცალსახად ფუნდამენტურია და ვფიქრობ, რომ ეს სულისკვეთება შენარჩუნებული უნდა იყოს. ეს დისკუსიები უნდა გაგრძელდეს მოსამართლეებთან დაკავშირებით და ასევე, სხვა თემებთან დაკავშირებით. ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის, დავინახოთ, რომ ეს დისკუსიები მიმდინარეობს პარლამენტში ისე, როგორც ამას საქართველოს მოქალაქეები მოელიან,“ – განაცხადა ჰარცელმა.