ლანჩხუთის საფეფეხბურთო გოგონათა გუნდი ჩემპიონთა ლიგის შემდეგ ეტაპზე გადავიდა

საქართველოს ქალთა ლიგის 2019 წლის ჩემპიონმა საფეხბურთო კლუბმა „ლანჩხუთმა“ უეფას ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გაიმარჯვა.

შესარჩევი რაუნდის პირველ ეტაპზე ლანჩხუთელები სტუმრად ყაზახურ „ოქჟეტპესს“ დაუპირისპირდნენ და მეტოქე ანგარიშით – 2:1 დაამარცხეს. გიორგი ჩხაიძის

ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, ამ გამარჯვებით ქალთა საფეხბურთო კლუბი „ლანჩხუთი“ ქართული ფეხბურთის ისტორიაში გახდა პირველი გუნდი, რომელმაც უეფას საკლუბო ტურნირის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საგზური მოიპოვა.

 

 

 

 

 

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share