ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ბრიტანეთის კოლუმბიის პოლიციაში აცხადებენ, რომ ორშაბათიდან დღემდე 70 ადამიანი დაიღუპა და ამ ადამიანების უეცარი სიკვდილის ხელისშემწყობი ფაქტორი რეკორდული სიცხე გახდა.
სამი დღეა კანადაში ქვეყნის ისტორიაში რეკორდულად მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება. გუშინ ლიტონში, ბრიტანეთის კოლუმბიაში ჰაერის ტემპერატურამ 46.6 გრადუს ცელსიუსი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ კანადაში მიმდინარე კვირამდე, ტემპერატურა 45 გრადუს ცელსიუსს არასოდეს გასცდენია.