საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის ივნისში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ინფლაციის მაჩვენებელი 9.9%-ით გაიზარდა.
წლირი ინფლაციის ფორმირებაზე, ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 8.8 %-ით. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე:
- ზეთი და ცხიმი – 47.1%;
- ბოსტნეული და ბაღჩეული – 16.6%;
- შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული – 13.7%;
- თევზეული – 11.1%;
- რძე, ყველი და კვერცხი – 10.6%;
- მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები – 7.3%;
- ყავა, ჩაი და კაკაო – 7.2%;
- პური და პურპროდუქტები – 5.5%;
- ხორცი და ხორცის პროდუქტები – 5.3%.
ამასთან, ფასები შემცირებულია:
- ხილსა და ყურძენზე – 19.5%;
ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა: – 22%-ით.
საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 10.5%-იანი მატება. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე:
- ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები – 14%;
- საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება – 7.3%;
- წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება – 4.5%;