ბიბისის მიხედვით, თუ ბაიდენი ჯორჯიის შტატში უპირატესობას მოიპივებს, ტრამპი ვეღარ მოაგროვებს ამომრჩეველთა კოლეეგიის ხმების საჭირო რაოდენობას (270) იმისთვის რომ პრეზიდენტობა შეინარჩუნოს.
ამჟამინდელი მონაცემებით, ჯო ბაიდენს ხმების 49,39% -ს აქვს, დონალდ ტრამპს კი 49,37%. ამ დროისთვის ბიულეტენების დაახლოებით 99%-ია დათვლილი.
პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ხმების გაყალბებაზე საუბრობს და ამბობს, რომ მან მოიგო არჩევნები.
ჯერჯერობით უცნობია, ვინ მიიღებს ამომრჩეველთა კოლეგიის 60 ხმას. ბაიდენს გამარჯვებისთვის 6, ტრამპს კი 56 ხმა სჭირდება.