მმართველი პარტია “ქართული ოცნება” მიმდინარე წლის 2 ოქტომბრისათვის დანიშნულ თვითმმართველობის არჩევნებში ლანჩხუთში მერის პოსტზე მოქმედი მერის, ალეკო სარიშვილის კანდიდატურას აღარ განიხილავს.
ამის შესახებ “გურიის მოამბეს” პარლამენტარის, გურიის მაჟორიტარი დეპუტატის, ვასილ ჩიგოგიძის გარემოცვიდან აცნობეს.
როგორც წყარო გვიყვება სარიშვილზე უარის თქმის მიზეზი – მისი დაბალი რეიტინგი და საზოგადოების მხრიდან ამ პერსონისადმი დამცინავი დამოკიდებულება გახდა.
იმავე წყარო გვეუბნება რომ ამ წუთისათვის “ოცნება” ლანჩხუტის მერის პოზტზე ადგილობრივ, თუმცა თბილისში მოღვაწე ბიზნესმენის,ვინმე მჟავანაძის კანდიდატურას განიხილავს.
რაც შეეხება ვასილ ჩიგოგიძეს, გავრცელებული და გადამოწმებული ინფორმაციით, სწორედ ის აკომპლექტებს ადგილობრივი არჩევნებისათვის, გურიის მუნიციპალიტეტებში მერებისა და საკრებულოს კანდიდატების სიას.
როგორც ჩვენთვის ხდება ცნობილი, ჩიგოგიძის მიზანი, ამ გავლენით სარგებლობა და ისეთი მუნიციპალური ხელისუფლებების ფორმირებაა, რომლის ხელშიც, მას უპრობლემოდ ექნება წვდომა ტენდერებსა და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რისი მეშვეობითაც, ის გასული წლის საპარლამნენტო არჩევბნების დროს დაგროვილ დავალიანებას გადაიხდის.