ხელისუფლება კლავს სახელმწიფოს – ასე ეხმაურება ჰომოფობიური ჯგუფების მიერ თბილისში გამართულ ძალადობრივ აქციას ოპოზიციის ლიდერი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია.
“რაც დღეს თბილისის ქუჩებში ხდება, რადიკალური ჯგუფების ორგანიზებული თარეში, ნადირობა ჟურნალისტებზე – სახელმწიფოს გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკაა.
დღევანდელი ხელისუფლება მის მიერ მართული ჯგუფების ხელით და პოლიციის შეგნებული უუნარობით, კლავს სახელმწიფოს.
ოქტომბერში, რეფერენდუმის ტოლფას არჩევნებზე გადაწყდება, როგორ ქვეყანაში ვიცხოვრებთ მომდევნო წლებში – დამოუკიდებელ, ამაყ სახელმწიფოში თუ ისევ იმპერიის უკანა ეზოში – გუბერნატორ ივანიშვილის დამყაყებულ გუბერნიაში!
სახელმწიფოს არ დაგამთავრებინებთ. თქვენ აუცილებლად დაგამთავრებთ!
თუ როგორ, მალე,რამდენიმე დღეში შეიტყობს საზოგადოება!” – წერს ნიკა მელია ფეისბუქის გვერდზე.