ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ამაღლების საჯარო სკოლის მოსწავლეები გარდა სასწავლო პროგრამის წარმატებით დაძლევისა, სხვადასხვა კონკურსებში აქტიურობითაც გამოირჩევიან.
ამჯერად, სკოლის მოსწავლეები – საბა ჯიბუტი, ქეთი ჯიბუტი და ნია სიხარულიძე წერილის წერის საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობისთვის სერტიფიკატებითა და სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
მათ ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე დაწერეს წერილი თემაზე: „მისწერე წერილი შენი ოჯახის წევრს შენი გამოცდილების შესახებ კოვიდ 19 პანდემიასთან დაკავშირებით“.
წერილის წერის საერთაშორისო კონკურსი „საქართველის ფოსტის“ ორგანიზებით ჩატარდა.
https://www.etaloni.ge/