ოზურგეთის პროკურორი კორონავირუსით გარდაიცვალა

ოზურგეთის რაიონული პროკურორი 46 წლის ფრიდონ ქარცივაძე კორონავირუსით დღეს გარდაიცვალა.

ის მკურნალობას ბათუმში კლინიკა “ბაუ”- ში გადიოდა.

ქარცივაძე კორონავირუსის დიაგნოზიტ კლინიკაში რამდენიმე დღის წინ მოათავსეს.

როგორც მედიკოსები აცხადებენ მას თანმხლები დაავადებები ჰქონდა.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share