უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა სოციალურ ქსელში წერს:
„უბედურება იყო რაც ამ დღეებში თბილისში ხდებოდა!.. და ამაში ყველა მხარე ვართ დამნაშავე – ერიც და ბერიც! დღეს კი, კიდევ უფრო უარესი ტრაგედიით დასრულდა – ახალგაზრდა ჟურნალისტის გარდაცვალებით… ვუსამძიმრებ ლაშქარავების ოჯახს, მათ ახლობლებს და ტვ პირველს! ასეთი ტრაგედიები არ უნდა ხდებოდეს ჩვენს ქვეყანაში! რამდენადაც ვიცი, ოჯახის ინიციატივით დამოუკიდებელი ექსპერტიც ჩაერთო და შესაბამის დასკვნებიც დაიდება კიდეც და სათანადო რეაგირებაც მოყვება სახელმწიფოს მხრიდან.. თუმცა მის სიცოცხლეს ეს მაინც ვერ დააბრუნებს. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ ოჯახს და ახლობლებს!“, – წერს ზარქუა „ფეისბუქზე“.