“ამაზრზენია მთელი ცხოვრება იპოზიორო წარსული ისტორიით და არ შეგწევდეს უნარი, ახლის შესაქმნელად”- წერს სოციალურ ქსეში საფრანგეთში მოღვაწე ემიგრანტი, AFG- ს აღმასრულებელი დირექტორი გენერალური ასამბლეა-ში, ნუგზარ სულაშვილი.
“სისულელეა ვინც ფიქრობთ, რომ დასავლეთს თქვენი წარსული კულტურა და მემკვიდრეობა აინტერესებს.
მათთვის საინტერესოა, დღეს ვინ ხარ შენ და რა ღირებულებები გაგაჩნია.
დიდგორი და ბასიანი – ისტორიაა. და ეს ისტორია დაიწერა მაშინ, როდესაც დღევანდელი ცივილიზაციის წამყვანი სახელმწიფოები არ არსებობდნენ, მაგრამ მათ შესძლეს, სამომავლოდ ღირსეულ ქვეყნებად დამკვიდრებულიყვნენ.
ამაზრზენია მთელი ცხოვრება იპოზიორო წარსული ისტორიით, კულტურით და არ შეგწევდეს უნარი, რაიმე იღონო ახლის შესაქმნელად. ამის ძირითადი პრობლემა თითოეული ჩვენგანის პირადი პასუხისმგებლობაა. პასუხისმგებლობა პირად და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე, რომელიც არ გაგვაჩნია. სახელმწიფოს წინაშე ვერასოდეს გახდები ვალდებული, თუ საკუთარი თავის წინაშე არ გაგაჩნია ვალდებულებები. თუ არ გაგაჩნია განცდა მონობაში მყოფს იბრძოლო თავისუფლებისთვის ვერც ვერასოდეს მიხვდები რომ შენ მონა ხარ. და შენ თავად, თუ ვერ ხვდები ადამიანო, მითუმეტეს ამას ვერ მიხვდება სახვა. ვერც ამერიკა და ვერც ევროპა; ვერც გაერო და ვერც ევროსაბჭო.
და რომც მიხვდნენ თითსაც არ გაატოკებენ, რადგან ეს შენ, შენ თავად არ გსურს შეცვალო არსებული მდგომარეობა.”