“რადგანაც ითქვა, რომ იქ ოჯახი წინააღმდეგი იყო, შეიძლება, მომხდარიყო ისე, რომ ვთქავთ, იქ მისულიყო საზოგადოების რაღაც ნაწილი და ეთქვა, რომ ექპსერტიზას არ ჩავატერებინებთ და ეს ნიშნავს, რომ გავიდოდა ათი წელი და ჩვენ მაინც არ გვეცოდნებოდა, რა არის გარდაცვალების მიზეზი. ოჯახის დამოკიდებულება გასაგებია, ოჯახს არასოდეს არ უნდა, გვამის ექსპერტიზა ჩატარდეს, განსაკუთრებით მაშინ, თუ მათაც გარკვეული ეჭვები აქვთ გარდაცვალების მიზეზთან დაკავშირებით.
მე არ ვიცი, რა მოხდა, მაგრამ საზოგადოებას არასოდეს გვეცოდინებოდა პასუხი და მუდმივად დარჩებოდა კითხვები კვირების და თვეების კი არა, წლების განმავლობაში, თუ რა მოხდა სინამდვილეში. ამიტომ შესაძლოა, პოლიცია იქ უცბად ვითარებაშიც ვერ გაერკვა და ასეთი ფორმით მოხდა ექსპერტიზაზე გადაყვანა, რადგან ექპსრტიზა არის აუცილებელი”, — ამბობს სოზარ სუბარი.