“გადადგეს მკვლელი მთავრობა! 2.0” – საქართველოს პარლამენტთან ამ სახელწოდებით საპროტესტო აქცია ჩაინიშნა. მოძრაობა “სირცხვილიას” ორგანიზებით, აქცია დღეს 18:00 საათზე გაიმართება. მათი თქმით, საზოგადოების პროტესტის მიუხედავად, მმართველი გუნდი ხალხის იგნორირებას აგრძელებს.
“1. ვითხოვთ ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის დაუყოვნებლივ გადადგომას;
2. მოვითხოვთ ყველა იმ მოძალადის დაკავებას და კანონის სრული სიმკაცრით დასჯას, რომლებიც 5-6 ივლისს თავს ესხმოდნენ ადამიანებს, ასევე, ძალადობრივი აქციის ორგანიზატორების პასუხისმგებლობაში მიცემას!”, – წერენ აქციის ორგანიზატორები.
გუშინ, 11 ივლისს “ტვ პირველის” ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომლეიც 5 ივლისს ძალადობრივი, ჰომოფობური აქციის მონაწილეებმა სასტიკად სცემეს გარდაიცვალა. ლაშქარავას ჩამტვრეული ჰოქნდა სახის ძვლები და სამკურნალოდ საავადმყოფოში იწვა. ის გარდაცვლილი სახლში დედამ ნახა.
მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ საზოგადოებას მოუწოდა, გამოძიებამდე წინასწარი დასკვნებისგან თავი შეიკავოს, თავად ბრიფინგზე ნარკოტიკების ზედოზირებისკენ მიანიშნეს.
მედიის სოლიდარობის აქციაზე ხელისუფლებას პრემიერმინისტრს და მთავრობას გადასადგომად ვადა დღეს, დღის 12 საათამდე მისცეს. წინააღმდეგ შემთხვევაში რუსთაველზე საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება.