ამონარიდი ჩემი წიგნიდან გურიის რესპუბლიკა. განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ეს დებილი და უწიგნური მთავრობა უყვარს. ,,აღსანიშნავია, რომ ,,გურულები დანარჩენ ქვეყანას არაერთი წლით უსწრებდნენ…” ,,ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ნაწილი” – ასე მოიხსენიებდნენ გაზეთები გურიას. საქართველოში ოზურგეთის მაზრა ერთ-ერთი განათლებული და განვითარებული კუთხე იყო, ,,საქართველოს საფრანგეთი”, როგორც მას ჟურნალ ,,მოგზაურის” ჟურნალისტმა კონსტანტინე გვარამაძემ უწოდა. რუსული გაზეთი ,,ნოვოსტი” კი წერდა, რომ ,,გურია ერთი უკულტურესი კუთხეა არა თუ კავკასიაში, არამედ მთელ რუსეთში.” სწავლას იქაური გლეხები ძალიან ეტანებოდნენ, მიუხედავად უკიდურესი გაჭირვებისა, არავითარ ძალას არ ზოგავდნენ სკოლების, ბიბლიოთეკების, სამკითხველოების გახსნისათვის, რადგან მიხვდნენ, რომ უსწავლელი კაცი ,მჭადის ფასად არ ღირს.” გურულებიდან წერა-კითხვის უცოდინარი მხოლოდ ხუთ პროცენტზე ნაკლები იყო, დანარჩენები ქართულთან ერთად, რუსულ ენასაც ფლობდნენ. ,,ვინც კითხვა არ იცის, ის სხვას ეხვეწება წამიკითხეო, – წერდა ჟურნალი ,,მოგზაური”, – …წარმოიდგინეთ, რომ ისეთ წერილებს უფრო ეტანება ხალხი, რომელიც დღევანდელი ცხოვრების კითხვებს შეეხება და სხვა, ომის შესახებ (რუსეთ-იაპონიის ომი – ი. მ.) სოფლელნი ასე კითხულობენ: ,,რაფერაა საქმე! არ ეთხოვებიან ჩხუფს.” ძალიან ეტანებიან ,,ჭკუის სასტავლ წიგნებსაც.” მოსწავლეთა რაოდენობით, პროცენტულად, ოზურგეთის მაზრა პირველ ადგილზე იდგა არა მარტო კავკასიაში, არამედ რუსეთის მრავალ მაზრასთან შედარებითაც. მხატვარი ანტონ გოგიაშვილი.
ირაკლი მახარაძე