ჩვენ დღეს ვკრძალავთ არამარტო ლექსოს, ჩვენ დღეს ვკრძალავთ ჩვენი სიცოცხლის უფლებას – ნიკა გვარამია

ჩვენ დღეს ვკრძალავთ არამარტო ლექსოს, ჩვენ დღეს ვკრძალავთ ჩვენი სიცოცხლის უფლებას, – ამის შესახებ “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ლექსო ლაშქარავას სამოქალაქო პანაშვიდზე საუბრობს. 

“ეს კადრი [ოპერატორების კორდონი] არის ამ ქვეყნის ნამდვილი სიმბოლო. თანაგრძნობა, სიყვარული და პატივისცემა. რაც შეეხება იმას, რაც მოხდა, მართლა არაფერი მაქვს სათქმელი რამდენიმე სიტყვის გარდა – ლექსო მოკლა ხელისუფლებამ და ლექსოს ხსოვნას ახლა შეურაცხყოფს და ფეხქვეშ თელავს ხელისუფლება და აყალბებს ყველაფერს. აი, ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ჩვენ დღეს ვკრძალავთ არამარტო ლექსოს, ჩვენ დღეს ვკრძალავთ ჩვენი სიცოცხლის უფლებას, იმიტომ რომ ხელისუფლებამ გასაგებად გვითხრა, მარტო გამოხატვას კი არ შეგიზღუდავ, რაც დღეს წულუკიანმა და შალვა რამიშვილმა დაადგინეს, რომ თურმე თავისუფლების შემზღუდავი კანონი უნდა იქნეს მიღებული, მარტო გადაადგილების უფლებას კი არ ვკრძალავთ, როცა არ გვიშვებენ სადღაც, არამედ სიცოცხლის უფლებას. ხელისუფლებამ გვითხრა, რომ სიცოცხლის უფლებაც არ არის დაცული. ეს არის ამ ქვეყნის დემოკრატიის დაკრძალვა, არამარტო ლექსოსი”, – ამბობს ნიკა გვარამია. 

ამ წუთებში მედიის წარმომადგენლები, ოპოზიციის წევრები, აქტივისტები, მოქალაქეები ლექსო ლაშქარავას სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებიან. ისინი გარდაცვლილ ოპერატორს სოლიდარობას უცხადებენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share