ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი დოდონა კიზირია, ჯო ბაიდენის პრეზიდენტად არჩევას სოციალურ ქსელში ეხმაურება და საქართველოსაც იმხელა სიხარულს უსურვებს, რაც ბაიდენის გაპრეზიდენტებამ გამოიწვია ამერიკელ ხალხში.
“ბაიდენმა გაიმარჯვა. დამთავრდა ოთხწლიანი გაუგონარი სირცხვილი. ნახევარი საუკუნეა ამერიკაში ვცხოვრობ, ექვსი პრეზიდენტის არჩევას მოვსწრებივარ და ჯერ არ მინახავს ასეთი ზეიმი ქუჩებში. განსაკუთრებით ახალგაზრდობის – ცეკვავენ, მღერიან, აფრიალებენ დროშებს, ტრანსპარანტებს, გამოდიან სიტყვებით.
როგორ მინდა ასეთი ზეიმი დავინახო საქართველოში, როცა ფულის ტომრის ბატონობა დამთავრდება, და რაც შეიძლება მალე.”