“უი დედა, როგორც მოქალაქემ, გავბედე და ერთი პრეტენზია გამოვთქვი იმაზე რომ მავანთ ამრევი ბავშვების საკლასო ოთახს დაამსგავსეს პარლამენტი-თქო და ჰოი, ღმერთო! – რაიმე საპირისპირო აზრის ან არგუმენტების მაგივრად იმ წუთში წამოვიდა უსუსური კომენტარები:
უი, ეს გაქოცებულა!
ეს ქოცი ესა!
როდიდან გახდა ქოცი?
გამოქოცებულა საწყალი
შეეშვი რა ქოცობას!
აი ეს არის მთელი ერის ტრაგედია რომ უკვე საკუთარ თანამემამულეებს, მოაზროვნე ინდივიდებად, ვისაც რაღაც დასაბუთებული პასუხი უნდა გასცეთ კი არ აღიქვამთ, არამედ არგუმენტების და სასაუბრო თვალსაწიერის არ ქონის გამო…ეგრევე “ნაც-ქოცობის” უჯრებში ყრით!!! რათქმაუნდა მესმის, გიჭირთ გრამატიკულად გამართული, აზრიანი კომენტარის ჩამოყალიბება. ამას გონება და ინტელექტი ჭირდება და არ ჯობია ორ სიტყვიანი “შე ქოცო!”თი შემოიფარგლოთ?
ისე, უცხო ენების გრამატიკაში სამი ფორმაა: მდედრობით, მამრობითი და საშუალო.(Он-Она-Оно,Der-Die-Das)
ჰოდა ამ ნაც-ქოცობას იქნებ რაიმე მესამე (საშუალო) ფორმაც მიუმატოთ,მაგალითად
“პრო-ქვეყნისტი” ან რამე და ჯანდაბას, იმ უჯრაში მაინც მიკარით თავი თუ სხვა, უფრო ინტელექტუალურ კომენტარს თქვენი “კრუგაზორი” ვერ ქაჩავს!
სასაცილოა მართლა სატირალი რომ არ იყოს!!”
alia.ge