“დღეს ჩემი ახლო მეგობრის და თანამებრძოლის, ბუბა კიკაბიძის დაბადების დღეა. ძალიან ბევრი წელია მე ის ძალიან მიყვარს, თუმცა უკანასკნელი 20 წელია რაც ჩვენ დავმეგობრდით და მე ამით ძალიან ვამაყობ. ის ერთ-ერთია იმ ღირსეულ ადამიანთა შორის ვისაც კი შევხვედრივარ ცხოვრებაში, ვისთვისაც არაფერია ღირსებაზე და სამშობლოზე უფრო მნიშვნელოვანი. ვუსურვებ მას ჯანმრთელობასა და დიდხანს სიცოცხლეს!”-წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი “ფეისბუქ” ვერდზე.