“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი, შალვა ნათელაშვილი საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ვიზიტს ეხმაურება და წერს, რომ “ასეთ ევროპამდე” ათი თაობაც არ გვეყოფა. ნათელაშვილის აზრით, მიშელს “გადაჭარბებულად მოფერებითი” ტონი ჰქონდა.
“შენი ვახტანგი ლუდოვიკოს ფეხზე ჰკიდია- დღეს პოეტის ეს სიტყვები მიტრიალებს სულ თავში შარლ მიშელის მორიგ, გუშინდელ ვოიაჟს რომ ვიხსენებ საქართველოში. რა იყო ეს გადაჭარბებულად მომფერებელი ტონი? ერთი სიტყვა მაინც ეთქვა ლეიბორისტული პარტიის აკრძალვის საწინააღმდეგოდ, რაც მათ შორის მისი სახელობის დოკუმენტთან სრულ წინააღმდეგობაშია. ასეთ ევროპამდე მისასვლელად ერთი კი არა ათი თაობა არ გვეყოფა.
ყველაფერი თავიდანვე გასაგები იყო როცა დავტოვე მისი ფორმატი ლამის. პირდაპირ ეთერში. რას ვიზამთ შარლ მიშელი ვალონი ანუ ეროვნებით ფრანგია, ბიძინა საფრანგეთის მოქალაქე, ფრანგი ოლიგარქები არნოს თამადობით დღე და ღამ მუშაობენ ან ნაძირალას გადასარჩენად, ჰოდა სად იყო და სად არა მიადგენ მიშელს. აგერ შედეგი, აგერ ევროპა”, – წერს შალვა ნათელაშვილი.
ცნობისთვის, შარლ მიშელი საქართველოს კიდევ ერთხელ გუშინ, 19 ივლისს ეწვია. ის ბათუმში საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო და პრეზიდენტთან, პრემიერთან და ოპოზიციის წევრებთან შეხვედრები გამართა.