ოზურგეთში თხილის ჩაბარება არა მასიურად, თუმცა მაინც დაწყებულია.
როგორც „გურიის მოამბესთან“ ჩამბარებელ პუნქტებში უთხრეს, ნედლეულის მიღება უკვე რამდენიმე დღეა დაწყებულია და მისი ფასი ამ ეტაპზე 3 ლარს შეადგენს.
მათივე განმარტებით, ხარისხი შარშანდელთან შედარებით ბევრად უკეთესია და ფასების მატებაც ადგილზე თხილის გადამამუშავებელი ქარხნების გახსნისთანავე მნიშვნელოვნად გაიზრდება. „ჯერ არ დაწყებულა მასიურად ჩაბარება.
დღეში შეიძლება 20-30 კილო ჩავიბაროთ. დაახლოებით ათი დღე სჭირდება, რომ ნედლეულის დაკრეფა დაიწყოს და მოიტანონ ჩვენამდე“ ‘
ყველა მიმღებ ფუნქტში სამი ლარია კილო თხილი. ახლა რასაც ვიბარებთ, ზუგდიდში გააქვთ, რადგან ოზურგეთში ქარხანა ჯერ არ გახსნილა.
მე რაც ვიცი, მოსავალ;იც ბევრად უკეთესია წელს და ხარისხიც. შარშანაც ამ ფასით დაიწყო ჩაბარება და მერე მალე დავიწყეთ მატება. ბოლოს კილოგრამი 9 ლარიც ღირდა.
ველოდებით, რომ წელსაც იქნება მარალი ფასები. რადგანაც საქართველოში თხილის მოსავალი არ არის საკმარისი რაოდენობის, ყველაფერი მაინც დამოკიდებულია თურქეთის ბაზარზე. მოლოდინი გვაქვს, რომ ფასები არ იქნება შარშანდელზე ნაკლები“-გვეუბნებიან თხილის მიმღებ პუნქტებში.