ბოლო ორი სასწავლო წელია, ჩვენდა სამწუხაროდ ტრადიციად გვექცა იმის წერა, რომ წარჩინებული მოსწავლეები ვერ იღებენ კუთვნილ ოქროსა და ვერცხლის მედლებს. აღნიშნულის მიზეზი, ხან დაქირავებული კომპანიის მიერ არასათანადოდ შესრულებული სამუშაო იყო, ხან პანდემია და ხანაც ჩაშლილი ტენდერები.
ოქროსა და ვერცხლის მედლები არ მიუღიათ 2018-2019-2020 წლების წარჩინებულ კურსდამთავრებულებს. რომელთა უმეტესობაც დღეს უკვე სტუდენტია. აპრილის დასაწყისში ჩაშლილი მორიგი ტენდერის შემდგომ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ ტენდერის გარეშე პირდაპირი შესყიდვის გადაწყვეტილება მიიღო, რათა 2017-2018, 2018-2019 და 2019-2020 სასწავლო წლებში წარჩინებით კურსდამთავრებულებისთვის მედლები 1 სექტემბრამდე გადაეცა. თუმცა როგორც აღმოჩნდა ვადამ ისევ გადაწია.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტოს განცხადებით, 8 735 კურსდამთავრებულს მედალი 2021-2022 სასწავლო წლის პირველი სემესტრის დასრულებამდე გადაეცემა.
ცნობისთვის, 8 735 ყოფილ მოსწავლეს სამინისტრომ 6 622 ცალი ოქროს, ხოლო 2 113 ვერცხლის მედალი უნდა გადასცეს.
https://www.etaloni.ge/