ჭაბუკთა მსოფლიოს პირველობაზე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა დიდებული სტარტი აიღო. ბუდაპეშტში მიმდინარე ჩემპიონატის პირველ საშეჯიბრო დღეს ხალიჩაზე 5 ქართველი გავიდა და სამი ფინალში, ერთიც ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.
48 კგ წონით კატეგორიაში ლუკა ჯავახაძემ უკრაინელ არსენი კუტილს (5:1), რუს პაველ ბონდარს (7:6) და ყაზახ იუსუფ აშრაპოვს (3:3) აჯობა. ფინალში კი თურქი სერვეტ ანგი დაამარცხა