აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, სომხეთმა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანზე სარაკეტო იერიში მიიტანა.
“გენერალური პროკურატურის პრესსამსახურის თანახმად, 2020 წლის 6 ოქტომბერს, 21:00 საათზე სომხეთის სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ იერიში მიიტანეს რეგიონში ყველაზე დიდ სტრატეგიულ პროექტზე. მიუხედავად იმისა, რომ ჯეიჰანმა რაკეტები ესროლა მილსადენის ნაწილს, რომელიც ევლახის რეგიონში გადიოდა, ტერორისტული მცდელობა ჩვენმა არმიამ თავიდან აიცილა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
Twitter-ზე ინფორმაციას ავრცელებს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის თანაშემწე და პრეზიდენტის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი, ჰიკმეტ ჰაჯიევი და ფოტომასალასაც ავრცელებს:
„სომხეთმა კასეტური რაკეტა გაისროლა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენისკენ. ბომბი მილსადენისგან 10 მეტრის მოშორებით ჩამოვარდა. მილსადენი არ დაზიანებულა. ეს არის სომხეთის შეტევა ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე“ – წერს ჰაჯიევი.