კალათბურთის ლეგენდამ, პაუ გასოლმა ნინო სალუქვაძის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. როგორც მან დაწერა, სალუქვაძე სპორტის ლეგენდაა.
„ქართველი ნინო სალუქვაძე ახლახან გახდა პირველი ქალი, რომელმაც 9 ოლიმპიადაზე მიიღო მონაწილეობა. ის 53 წლისაა და სეულის 1988 წლის ოლიმპიური თამაშებიდან მოყოლებული ყველა ოლიმპიადაზე მონაწილეობდა. სპორტის ლეგენდა!“, – დაწერა სოციალურ ქსელებში (ტვიტერსა და ფეისბუქში) ესპანელმა კალათბურთელმა.
შეგახსენებთ, რომ ნინო სალუქვაძემ ტოკიოს ოლიმპიადაზე 25 ივლისს იასპარეზა, მაგრამ კვალიფიკაცია ვერ გადალახა. ის ისტორიაში ერთადერთი ქალი სპორტსმენია, რომელმაც ოლიმპიურ თამაშებში ცხრაჯერ მიიღო მონაწილეობა.