თუ თბილისის მერის არჩევნებზე ორი კანდიდატურა – კალაძე და მელია იქნებიან, ხმები 70-30-ზე გადანაწილდება, – ასეთ პროგნოზს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე აკეთებს.
მისივე თქმით, არც ერთ შემთხვევაში თბილისში მერის არჩევნების მეორე ტური არ იქნება, რადგან ისეთ კანდიდატის მონაწილეობას, ვინც პირველი ტურის საკითხს ეჭვქვეშ დააყენებს, არ ელიან.
„ამას წინასწარი კვლევები არჩვენებს, რაც ჩვენ გვაქვს. გვქონდა წინასწარი ინფორმაცია, რომ არჩევნებში მელიას დაყენებას აპირებდნენ. თუკი ორი კანდიდატი იქნება, პროპორცია დაახლოებით ასეთი იქნება 70-30.
სააკაშვილმა მელია თბილისის მერობის კანდიდატად იმიტომ დააყენა, რომ აქვს ერთადერთი მარტივი მიზანი – ეჭვიანობს მელიაზე და უნდა ბოლომდე გააფუჭოს. გამომდინარე აქედან, მისი 30%-იანი შედეგი გაფუჭების საუკეთესო ინსტრუმენტი იქნება.
სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ კახა კალაძე არჩევნებს პირველივე ტურში მოიგებს. ამის გარანტიაა, საზოგადოების განწყობა კახა კალაძის მიმართ”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.