‘მერცხალი’ დაარსდა 1925 წელს, ამჟამინდელი სტადიონის ტერიტორიაზე დაიხაზა მოედანი, მოეწყო კარი და ჩატარდა პირველი მატჩი ფეხბურთელებსა და ტანმოვარჯიშებს შორის, რესპუბლიკურ გათამაშებაში გუნდი 1936 წელს ჩაება,1938 წელს მან მეორე ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და საქართველოს სსრ ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში გადავიდა.
1939 წელს კლუბმა პირველი კატეგორია მიღო. საუკეთესო ფეხბურთელები იყვნენ; გ.მელიქიშვილი, გ.მათითაიშვილი,შ.სალუქვაძე,დ.ჩხაიძე,გ.და კ.თოხაძეები, 1938-46 წლებში გუნდი მახარაძის რაიონის ნაკრების სახელით გამოდიოდა,1946 წელს ეს გუნდი საქართველოს პირველობაზე მესამე ადგილზე გავიდა,1946-47 წლებში გუნდს “დინამო” ერქვა,1947-54 წლებში გუნდი კვლავ მახარაძის რაიონის ნაკრების სახელით გამოდიოდა.
1954-59 წლებში კლუბს “კოლმეურნე” ეწოდებოდა 1958 წელს “კოლმეურნე” საქართველოს ჩემპიონატში მესამე ადგილზე გავიდა.1959 წელს კი საქართველოს სსრ რესპუბლიკური თასის გამარჯვებული გახდა, დაამარცხა რა ფინალურ შეხვედრაში თბილისის “ტტს-ს” (ტრამვაი ტროლეიბუსების სამმართველო), გუნდმა თასის მოპოვება ზედიზედ მეორედ შეძლო 1960 წელს,ამჯერად მათ ლანჩხუთს “გურია” დამარცხეს 4-0. ამავე წელს დაიკავა მესამე ადგილი ჩემპიონატში, 1960 წლის სეზონში ის”სიხარულის” სახელით ასპარეზობდა.
1961 წლიდან კი დრევანდელი სახელი”მერცხალი”ეწოდა.’მერცხალმა’ 1964-66 წლებში კვლავ დაიკავა მესამე ადგილი საქართველოს ჩემპიონატში.
1967 წელს კი საქრთველოს ჩემპიონი გახდა, და გადავიდა სსრ კავშირის ჩემპიონატში ‘ბ’ კლასში, 60-იან წლებს დიდი “მერცხალი” ხანასაც უწოდებენ.
“მერცხალის” წარმატებას გულშემატკივრების მოზღვავება მოყვა,რის გამოც 1968 წელს გაფართოვდა მახარაძის ცენტრალური სტადიონი. აიგო ტრიბუნები 10 000 კაცზე, დამონტაჟდა ტაბლო. სურათზე მახარაძის “კოლმეურნის” გუნდი ორგზის საქართველოს თასის მფლობელი 1959-60 წლებში.
მოამზადა ხარიტონ ჩხატარაშვილმა