ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატს ოპოზიციური ელექტორატისთვის მსუსხავი ეფექტი აქვს – ბევრია ოპოზიციურად განწყობილი ადამიანი, მაგრამ არასდროს მხარს არ დაუჭერს “ნაციონალურ მოძრაობას”, – ამბობს “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე:
ჩვენთვის მთავარია 43% არ ავაღებინოთ “ოცნებას”, რათა ამ რეფერენდუმში გავიმარჯვოთ. ამიტომ ვფიქრობთ, რომ შეცდომა იქნებოდა ერთი ოპოზიციური კანდიდატის გარშემო გაერთიანება, ორი კი არა, ბევრი ალტერნატივა უნდა იყოს.
თითოეულმა პოლიტიკურმა ძალამ ჩვენი ამომრჩევლის მობილიზება უნდა შევძლოთ. “სტრატეგია აღმაშენებელი” ამით ვიქნებით დაკავებული და ამით შევიტანთ ჩვენს წვლილს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებამდე მისვლაში. ქვეყანა უმძიმეს მდგომარეობაშია. “ოცნება” კი მიზანმიმართულად ართულებს სიტუაციას.
საარჩევნო კამპანია აქვთ დაწყებული, მათი საარჩევნო კამპანია კი ხალხის დაპირისპირებაა. ყველაზე მეტად ის სურთ, ორ ნაწილად დაგვაჯგუფონ, “ოცნებისა” და “ნაციონალების” მომხრეებად. არ გამოვა, არა ვარ მე “ნაციონალი”, მე ვარ “სტრატეგია აღმაშენებელი” და ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ვიბრძვი”-აღნიშნა ვაშაძემ ” კვირის პალიტრასთან” საუბრისას.