ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 927 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 2 470 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 24 პაციენტი გარდაიცვალა.
ამის შესახებ მონაცემები Stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
- კორონავირუსით ინფიცირებულია – 60680
- გამოჯანმრთელებულია – 45042
- მათ შორის გარდაცვლილია – 499
- კარანტინის რეჟიმში რჩება – 2982
- კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 2879
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 4780
- მათ შორის საქართველოში უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია – 41 პაციენტი.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.