სტურუა: კულტურის მინისტრი, ძალიან საყვარელი ქალია

“მე მგონია 9 თუ რამდენი წელიც იყვნენ საქართველოს ბიუჯეტი გაიტაცეს ელემენტარულად, არ მინდა სხვა სიტყვა ვიხმარო იმიტომ რომ ვაწყენინებ პროფესიონალურ ქუდებს. ახლა რატომ მაწვებიან ასე, რატომ არიან გამწარებულები, რატომ იგინებიან უშვერი სიტყვებით, დახტიან, ცეკვავენ. მე მგონია რომ არიან უნიჭოები. მიფიქრია რას ნიშნავს კულტურის მინისტრი, ძალიან საყვარელი ქალია ახლა ვინც არის ჩვენი კულტური მინისტრი. მე ვფიქრობ რომ კულტურის მინისტრმა მხარი უნდა დაუჭიროს ნიჭიერ ხალხს და უნიჭო ხალხს ცოტა დაეხმაროს, რომ არ გაბოროტდნენ. ხოდა ახლა ეს გაბოროტებული უნიჭო ხალხი გვაწვება ჩვენ”.

ამის შესახებ რეჟისორმა რობერტ სტურუამ იმედის ეთერში განაცხადა.

metronome.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share