ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენც „ოცნებიდან“ მოვდივართ. მეც „ოცნებიდან მოვდივარ“. ჩვენ ეს არც გაგვიკეთებია და არ უნდა ვიკადროთ, ჩვენი წარსული არ უნდა ვლანძღოთ და ვაძაგოთ, იმისდა მიუხედავად, იმათმა რაც არ უნდა იკადრონ. იქ ჩვენი ბევრი ღირსეული მეგობარი დარჩა. „ოცნებაში“ მთავარი პრობლემა იყო, რომ რაღაც მომენტში პარტიამ უბრალოდ გადაწყვიტა, პარტიის იმ ვიღაც ახალმა გამოჩეკილმა ბოსებმა გადაწყვიტეს, რომ პარტიის ინტერესები დაეყენებინათ ქვეყნისა და სახელმწიფოს ინტერესებზე უფრო მაღლა. ეს იყო ჩემთვის მიუღებელი და ამიტომ წამოვედი“,
– აცხადებს პარტია “საქართველოსთვის” ლიდერი, გიორგი გახარია, თანამდებობის დატოვებისა და „ქართული ოცნებიდან“ წამოსვლის მიზეზზე საუბრისას.