სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის ივლისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1.3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 11.9 პროცენტი შეადგინა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2021 წლის ივლისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.4 პროცენტი შეადგინა, თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი კი 6.3 პროცენტით განისაზღვრა.
საქსტატის მონაცემებით, გაძვირებულ პროდუქტებსა თუ მომსახურებას შორისაა, ფაქტობრივად ყველა სახის მედიკამენტი და სამედიცინო მომსახურება. მათ შორის, ყველაზე მეტად ივლისში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ფასები გაზრდილია სისხლძარღვთა გამაფართოებელ და ტკივილგამაყუჩებელ მედიკამენტებზე.
კერძოდ, გაძვირდა:
- სისხლძარღვთა გამაფართოებელი მედიკამენტები – 30,54%;
- ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები – 26,32%;
- ანტიბიოტიკები – 6,57%;
- ვიტამინები – 7,52%;
- საჭმლის მომნელებელი სისტემის პრეპარატები – 17,13%;
- ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები – 9,04%;
ამასთან, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მოიმატა ფასებმა სამედიცინო მომსახურებაზე:
- თერაპევტის კონსულტაცია – 4,81%;
- სტომატოლოგის მომსახურება (კბილის დაბჟენა) – 2,04%;
- სტომატოლოგის მომსახურება (კბილის ამოღება) – 0,33%;
- სისხლის ანალიზი – 6,85%;
- ექოსკანირება – 3,89%;
- საავადმყოფოს მომსახურება – 5,01%;
- ქირურგიული მომსახურება – 5,18%;
- სამშობიარო მომსახურება – 6,24%.
- bpn.ge