სააკაშვილი მხოლოდ დაძაბულობის შექმნას ცდილობს. როგორც კი ქვეყანაში დაძაბულობის მუხტი მინელდება, სააკაშვილი ამბობს, რომ ჩამოვა. ისევ რუსული თემის შემოტანას ცდილობს. სხვას ვეღარაფერს იგონებს და რა ქნას. ფაროსანას თემიდან დაწყებული, ცხონებული ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებით, ყველა თემის გამოყენებას ცდილობენ დესტაბილიზაციისთვის. არ არის გამორიცხული, 2 ოქტომბრისთვის რაიმე პროვოკაციაც დაგეგმონ, მაგრამ უკვე დიდი ხანია საზოგადოების ანკესზე წამოგებას ვერ ახერხებენ. უკვე ოთხმოცდამეჩვიდმეტედ ამბობს, საქართველოში მოვდივარ, საზღვართან ხალხი მხვდება და “ქართულ ოცნებასთან” ომს ვიწყებო, მაგრამ ხომ ხედავთ, მათ დაძახილზე ხალხი აღარ გამოდის
– ამბობს ვოლსკი “კვირის პალიტრასთან”.