ოპოზიციას ორიენტაცია დაკარგული აქვს – არნახულად სუსტია დღეს ოპოზიცია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, ბევრ საკითხში ოპოზიცია ჩამოუყალიბებელია და ეს უშლის ხელს, რომ საქმეზე იყოს ორიენტირებული.
„ოპოზიციის სტრატეგია, ბატონი მელიას დასახელება, სხვა კანდიდატების წარმოუდგენლობა, თან ამის ფონზე შეუთანხმებლობა, ეს მეტყველებს იმაზე, რომ ერთგვარად, ხშირ შემთხვევაში ორიენტაცია დაკარგული აქვს ოპოზიციას, არაერთ ოპოზიციურ ძალას და ამასთან, ჩამოუყალიბებელია. ეს სამწუხარო რეალობაა, როდესაც ოპოზიცია ვერ ახერხებს ყურადღებისა და ძალების კონცენტრირებას, მობილიზებას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საქმეზე ორიენტირებას, – მოსახლეობას ვერაფერს სთავაზობს საიმისოდ, რომ აუხსნას თუ რატომ იქნება უკეთესი მათთვის ხმის მიცემა. ასეთია სამწუხარო რეალობა, რომელიც გვაქვს საქართველოში, ოპოზიციის არაჩვეულებრივი სისუსტე, – არაჩვეულებრივი იმიტომ რომ, მართლაც არნახულად სუსტია დღეს ოპოზიცია რეალურად“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.