“აფხაზეთი არ არის თავისუფალი, აფხაზეთში არ არსებობს კანონი. სააკაშვილმა დაალაგა საქართველო და მანდ კანონი უმაღლეს დონეზეა, რასაც 30 წელია ვერ მიაღწია აფხაზეთმა. უნდა ვისწავლოთ სააკაშვილისგან, არის ბევრი რამ, რაც საქართველოდან უნდა ვისწავლოთ. არ მოგვწონს, რომ 30 წლის მანძილზე არ გვაქვს თავისუფლება, ეკონომიკა… მე მესმის, რომ არიან ნიჭიერი ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ, ისე გადაძვრენ ფანჯარაში და მოიპარონ მობილური ტელეფონი და საფულე, რომ დამსვენებლები არ გააღვიძონ, ესეც ნიჭია, მაგრამ მე ამის სწავლა არ მინდა. სიტუაცია სტაბილურად უარესდება.”
შეგახსენებთ, ოკუპირებულ აფხაზეთში ქართველების ხოცვისათვის აფხაზეთის დეფაქტო ლიდერმა არძინბამ იბრაჰიმ იაგანოვს “აფხაზეთის გმირის” წოდება მიანიჭა.
ცნობისთვის, იაგანოვი 90-იანი წლების ომში ყაბარდოელების მოხალისეთა ბატალიონ “ყაბარდოს” მეთაური იყო. რამდენიმე კონკურსში “კავკასიის გმირის” ნომინაციაზე წარადგინეს. ომამდე, 1986 წელს, მან ბაქოს მილიციის სკოლა დაამთავრა, ყაბარდო-ბალყარეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა. 2020 წელს სოხუმის ე.წ. სახელმწიფო უნივერსიტეტის “იურისტის სპეციალობა” დაამთავრა.
2009 წელს, მისი თაოსნობით დაფუძნდა მოძრაობა ყაბარდოული საზოგადოება “ხასე”, რომელსაც სხვადასხვა სახის პროექტები უნდა განეხორციელებინა, თუმცა, მალევე “ბუტაფორია” უწოდა და ორგანიზაცია დატოვა.