“ქართულ ოცნებას” წევრები ისევ ტოვებენ.
დღეს, ოზურგეთში, პარტიის 15-მა წევრმა ბრიფინგი გამართა და აღნიშნა, რომ მმართველ გუნდს არასწორი პოლიტიკის გამო გაემიჯნენ.
წამოსულთა უმრავლესობა ახალგაზრდები არიან, რომლებიც “სახალხო პარტიაში” სოსო გოგაშვილთან გადავიდნენ.
” ქართული ოცნების” წევრების გარდა, “სახალხო პარტიას” ოზურგეთში, პატრიოტთა ალიანსის წევრებიც შეურთდნენ.
მათ შორის ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერი შოთა გოგიბერიძეცაა.
ამ თემაზე “ქართული ოცნების” ოზურგეთის ორგანიზაციაში კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვეს.